ვიცოდი,ეს სენტიმენტალური მე ჩემში ყოველთვის არსებობდა,და სუნთქავდა ...და ზოგჯერ სუნთქვა იმნენად ღრმა იყო რომ გულსაც ესმოდა...და ხმას გონებასაც აწვდიდა....აი ისევ...და მაინც... ახლაც როცა ემოციებისგან დაღლილი ვარ ისევ გავიგე სუნთქვა ეს მარტოობით დაღლილი მე იყო რომელსაც გაზაფხულის სიყვარული აცოცხლებდა......ჰოდა გადავწყვიტე ისევ დამეწერა და თქვენთვისაც მეჩუქნა ის რასაც ახლა განვიცდი სიყვარულის გაზაფხული....და მარტოობით დაღლილი მე......
მე დღესაც არ ვიცი, თუ რატომ ხატავენ,
სიყვარულს სულ მზიან და ნათელ ფერებით..
იმ ბოლო ნამცეცებს მუჭში რომ მალავენ,
ბოლოს ხარკს უხდიან გადახსნილ ვენებით..
და თუ გადავშალე ყოველი სტრიქონი,
ბოლო აკორდამდე ჯერ ისევ შორია..
დღეს თუ შენ დაგკარგე, ხვალ სულ სხვას ვიპოვი,
ცხოვრება ზღაპარი, ბოდვა და ჭორია...
და მაინც...ფიქრებით დაღლილს და დაჩეხილს,
მომშივდა მე შენი ტუჩების სისველე...
შიშველი რითმები ლოდინით გალეშილს
ცრემლებად დამცვივდა...მოდი და მიშველე..
ღამეა...და ფიქრის დამიწყდა ღილები,
ჩემს ტუჩებს კვლავ შენი ტუჩების გემო აქვს,
ნუ ფიქრობ, რომ ბედთან თამაშით ვიღლები,
რომ ჩემს რულეტკაზე დღეს ისევ ზეროა...
ღამეა...და ისე მომშივდი, რომ ლამის
გემო გავუსინჯო საკუთარ ხორცს და სისხლს..
მინაში დამწყვდეულ დროს ვგავარ და მაინც
უშენოდ გასული ყოველი წუთი მცლის...
ათასჯერ დაკარგულს ათასჯერ გიპოვი _
ბოლო აკორდამდე ჯერ ვიცი შორია...
უშენოდ სიცოცხლის ყოველი სტრიქონი
უმიზნო თამაში, ბოდვა და ჭორია..

ისევ წვიმაა...
მგონი ისევ ვგავართ ერთმანეთს მე და წვეთები,
მე და სიჩუმე თუ მე და სევდა,
ერთნაირი გვაქვს – გამჭირვალე – სული თუ ელდა,
მოწყენაც თითქოს ერთნაირი ვისწავლეთ, ხედავ?
ის ტირის ახლა, მეც თვალებზე მადგება ცრემლი
და ამ დამქანცველ, უსაგნო გლოვას ვერაფრით ვშველი...
მაინც ვაგროვებ ყველა მარცვალს სუსტი პეშვებით,
მერე მეც წვიმად ვიქცევი და ციდან ვეშვები;
და შენთან მოვა მხოლოდ ერთხელ ფერადი თქეში,
ჩაგისახლდება სულში, გულში, თვალებში, თმებში...
მწვანე წვეთები ჩემი მზერა შენს ხელებს შეშლის,
მოგეფერები მხოლოდ ასე, წვიმად ქცეული
და ჩემი ბინა დღეს იქნება შენი სხეული

ცხოვრება ღიმილია მაშინაც კი
როცა სახეზე მოგორავს ცრემლები!...
დღეს მინდა ყველაფერი გაპატიო
ბავშურად მიამიტი დავრჩე
ეშმა შემომიჩნდა ჭინკასავით
თვალები ღიმილით მაქვს სავსე...
ღიმილთ სევდისა
ღიმილით დარდისა
რიმილით დაცინვიდ და ნიშნის
არ მინდა უკუგება
არ მსურს შურისგება
ისევ შენეული ფიქრის...
მაგრამ ჩამისახლდა ეშმა მარტოსული
მისად ვიცანი და ვტირი
სული დაიღალა
სული გაიბერა
უხმოდ და თვალებით ვყვირი...
როგორ აღარ ძამიძს
ჩუმად გითხრა რამე
იმ ჩემი წარსულის ერთო....
დღეს, მხოლოდ დღეს მინდა, რაღაც მოგიტევო....
შემაძლებინე ღმეთო!
დღეს მარტოობაც და ცხოვრებაც იისფერია
გაფანტულს ფოთლებს კვლავ აცეკვებს
ლამაზად ქარი
დღეს მისი მზერა გამჭირვალე მინისფერია
საოცარი ფიქრებისგან დაღლილი ქალი.
თითქოს სიყვარულს ელოდება ფოთოლთ შრიალში
თუმცა სიყვარულს წაეშალა ყოველი კვალი
ის მარტოობამ შეიყვარა ყველაზე მეტად
და ოქტომბერში...
და ოქტომბერში მარტოობამ დასჭერა ჯვარი...
სულში დანთებული ფერადი მოგონება
შენზე ოცნებაში ღამე გავათიე...
ჩემი ცხოვრების ლამაზო უფლისწულო
თუ რამე დაგიშავე მაპატიე...

შენს თვალებს პირველად როგორც კი შევხედე
ვიფიქრე, ლამაზი თვალები ჰქონია,
ასეთი უძირო, ლამაზი თვალები
ალბათ არავის, არასდროს ჰქონია.
გიპოვი, შეგხედავ და თვალებს ძირს დავხრი,
დიდხანს რომ გიცქირო, დამწვავენ მგონია,
სულ გულში მექნება, ასეთი თვალები
ალბათ არასდროს, არავის ჰქონია.
დღემდე ვერ მივმხვდარვარ და ვერ გამიგია,
ასეთი თვალები თუ ვინმეს ჰქონია,
მართლაც ლამაზია ეგ შენი თვალები
თუ მე მიყვარხარ და მიტო მგონია?
მე დღესაც არ ვიცი, თუ რატომ ხატავენ,
გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი,
დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა.
მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი,
ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა
რომ გზა ჩაგიხერგე გრძნობაარეულმა
სადღაც, ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები,
სისხლი მოიბანა ღამემ მთვარეულმა
შენ კი უცოდველი – მკვლელად მესახები.
ბაგეს გისერავდა სისხლი ალისფერი,
კოცნით გაშორებდი ცოდვებს გამთენია,
მზერა მომაჩეჩე, ცოტა დავიბენი
ტუჩის კუთხესთან კი ბზარიც გამჩენია.
ყელთან დამიტოვე ფრთხილი ნაკვალევი,
დრომ კი ეს შეხება წარსულს უსახსოვრა,
სადღაც წაიშალნენ ჩემი კონტურები
განცდაც აღარ შემრჩა, უკვე უსახო ვარ.
დღეს კი კართან მიცდის ისევ უშენობა,
ვფიქრობ, მასპინძელი ცუდი გამოვდივარ,
შენი არსებობა არის უღმერთობა,
მე კი გოლგოთაზე ნებით ამოვდივარ

შენ მაშინ მოხვალ მარტოობას,როცა ვიგრძნობ.
ათიათასში გამოგარჩევ და მე შეგიცნობ.
როს უჩემობა შეგაშინებს დაიღრიალებ,
მაგრამ რაღა დროს უკაცრავად, დაიგვიანებ!
ჩემს გულში უკვე სევდის ფრად აღარ იწვიმებს.
ლექსები შენზე, უშენობით, აღარ ოტირებს.
გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამოთმობ,
მაგრამ რაღა დროს უკაცრავად, მე ვერ გაგითბობ.
იმედის ფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა
ყველაფერს სხვისით, სხვა სახელი დაერქმევა.
შენ მოხვალ, როგორც უმწეო ხელებ შიშველი,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად მე ვერ გიშველი.
გაგიჭირდება, სიამაყეს მაინც შელახავ.
წვიმაში, მზეში და ნისლებში ვერსად ვერ მნახავ.
მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები.
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად იქ არ ვიქნები.
მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ
_როცა გეძებდი, სად იყავი? დაიგვიანე.
მთელ სამყაროში ერთი მყავდი, ზღაპრადმიმყავდი.
ახლა რაღადროს, უკაცრავად, მე შენ..............
მიყვარდი! მიყვარდი! მიყვარდი!

1. მე შენ მიყვარხარ,არა იმიტომ ვინც ხარ შენ, არამედ იმიტომ რო ვინ ვარ მე როცა შენს გვერდით ვარ.
2. არცერთი არამიანი არ იმსხურებს შენს ცრემლებს, ხოლო ის ვინც იმსახურებს, არასოდეს აგატირებს შენ.
3. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, რ...ოგორც შენ გინდა რომ უყვარდე, იმას არ ნიშნავს რომ, იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვარხარ!
4. ნამდვილი მეგობარი ის არის , რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.
5. ყველაზე საშინელი მონატრებაა, იყო მის გვერდით და აცნობიერებდე, რომ ის არასოდეს იქნება შენი!
6. არასოდეს მოიშიალო სახეზე ღიმილი, მაშინაც კი, როცა სევდიან განწყობაზე ხარ ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვრდეს
7. შეიძლება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ.
8. შეიძლება ღმერთს სურს ჩვენ ვხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ, სანამ შევხვებით იმ ერთადერთს .. იმიტომ რომ, როცა ეს მოხდება ჩვენ მადლიერი ვიყოთ
9. ნუ ტირი იმიტომ, რომ ეს დამთავრდა. გაიღიმე იმიტომ რომ ეს იყო.
10. არ ფანტო დრო იმ ადამიანზე რომელიც არ ისწრაფვის რომ დრო შენთან გაატაროს
11. ყოველთვის მოიძებნებიან ისინი ვინც ტკივილს მოგაყენებსენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი.
12. გახდი უკეთესი და შენვე მიხვდი ვინ ხარ, სანამ შეხვედები ახალ ადამიანს იმ იმედით რომ ის შენ გაგიგებს, შეგიცნობს
13. ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება!
(გაბრიელ გარსია მარკესი)
იმედია ისიამოვნეთ..... ზოგჯერ ესეც საჭიროა..... როცა ისევ გაიღვიძებს სენტიმენტალური მეკო .... გაგრძელებაც მაშინ იქნება......
ვაიმე ამიჩუყდა გული.....
(ეს ისე სიცილი რომ არ დაგავიწყდეთ)